название сайта
რჩეულები

სერიალები

ყველა სერიალი

TOM CRUISE / ტომ კრუზი

TOM CRUISE / ტომ კრუზი
ნამდვილი სახელი : თომას კრუზ მეპოზერ (Thomas Cruise Mapother)
დაბადების თარიღი : 03 ივლისი 1962
დაბადების ადგილი : სირაქიუსი ნიუ იორკი აშშ
სიმაღლე : 1.70 მ
პირველი ფილმი : 1973
მეუღლე :
ქეთი ჰოლმსი
მიმი როჯერსი (განქორწინება)
ნიკოლ ქიდმანი (განქორწინება)

ტომ კრუზი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ნიუ-იორკში. ოჯახში ის მესამე შვილია. მას ასევე სამი და ყავს. დედამისი მსახიობი იყო, ხოლო მამა – ინჟინერი. სამსახურის შოვნის მიზნით ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. 14 წლის ასაკში ტომმა უკვე 15-მდე სკოლა გამოცვალა და ბოლოს და ბოლოს ისინი გლენ რიჯში გაჩერდნენ, ნიუ ჯერსის შტატში, სადაც ტომმა საშუალო სკოლა დაამთავრა. ბავშვობიდან მას განუვითარდა ერთგვარი სიმაღლის კომპლექსი. ის სკოლაში ყოველთვის ცდილობდა ესაუბრა მასზე დაბალ ბავშვებთან, რათა დაბალი არ გამოჩენილიყო.. ასევე ამ კომპლექსის გულიზე იგი სპორტის რამოდენიმე სახეობით იყო დაკავებული. სწავლში მან მაინცდამაინც დიდი წარმატებებს ვერ მიაღწია, რადგან მას, ასევე როგორც დედამის დისლეკსია აწუხებდა. ეს დაავადება მსახიობს განუვითარდა იმის შემდეგ, რაც აიძულეს მარჯვენა ხელით წერა, ის კი მემარცხენე იყო. ამ პრობლემების გამო ტომი გადაიყვანეს სპეც კლასში, მაგრამ ის ამ დაავადებისგან არ განიკურნა და დაბრუნდა ჩვეულებრივ კლასში.
12 წლის ასაკში, ოჯახი მამამ მიატოვა. ოჯახი ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1 წლის განმავლობაში ტომი დადიოდა სასულიერო სემინარებზე. თმცა მერე დაანება ამას თავი და უბრალო კოლეჯში შევიდა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგემბში. სწორად აქ მიხვდა რომ ეს მისი საქმე იყო. სამსახიობო კარიერა მან 1981 წელს დაიწყო პატარა როლით ფილმში 'უსასრულო სიყვარული'. თავისი პირველი მთავარი როლი, რომელმაც მას წარმატება მოუტანა და პოპულარობა მან მიიღო ბლოკმასტერში 'სარისკო ბიზნესი'(1983). თავისებური პოპულარობა მან მიიღო იმის გამოც, რომ ეგრე წოდებული საენტოლოგიური ეკლესიის აქტიური წევრია, სადაც ყოფილმა ცოლმა მიმი როჯერსმა მიიყვანა. პროტესტანტების გერმანულმა ეკლესიამ 2008 წლის მაისში კრუზს 'საენტოლოგიის გებელსიც' კი უწოდა და განაცხადა, რომ მსახიობი თავისი პოპულარობით სარგებლობს ამ ორგანიზაციის რეკლამისთვის, რომელსაც არაერთაზროვანი რეპუტაცია გააჩნია. მიმი როჯერსთან ქორწინების შემდეგ მსახიობი ცოლად ნიკოლ კიდმანს შეირთავს. ისინი შეხვდნენ 1990 წელს ფილმის 'ჭექა–ქუხილის დღის' გადასაღებ მოედანზე და ამის შემდეგ ერთმანეთს ვერ დაშორდნენ. წყვილმა თავის ურთიერთობებს ამავე წელს მისცა ოფიციალური სახე. მათ ანგარიშზე სამი ერთობლივი სურათია. წყვილმა 9 წელი და 11 თვე იცხოვრა ერთად. ამ ქორწინებისგან ტომს ორი შვილობილი დარჩა: ქალიშვილი იზაბელა ჯეინი და ვაჟი კონორ ენტონი. 2006 წლის ნოემბერში ტომ კრუზი კეტი ხოლმსზე დაქორწინდა, ეს ტომისთვის მესამე ქორწინება იყო. ქორწილმა იტალიაში ჩაიარა. ქორწილამდე ნახევარი წლით ადრე 18 აპრილს 2006 წელს წყვილს ქალიშვილი სური გაუჩნდა. პრესაში გაიჟღერა ეჭვებმა კრუზის მამობასთან დაკავშირებით. მის ბიოგრაფიაში, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ საზღვაო ორგანიზაციის წევრების სიტყვებით(საენტოლოგიის ეკლესიის ერთერთი ქვედანაყოფის) სური – არ არის კრუზის ქალიშვილი, არამედ ხელოვნურად იყო ჩასახული და ბავშვის ბიოლოგიური მამა საენტოლოგიის დამფუძნებელია რონ ხაბარდი. ტომ კრუზი ამ ინფორმაციას უარყოფს.скачать dle 10.6фильмы бесплатно
დატოვე კომენტარი
  • winkwinkedsmileam
    belayfeelfellowlaughing
    lollovenorecourse
    requestsadtonguewassat
    cryingwhatbullyangry
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.2 скачать